შენი სათქმელი მე ვთქვი


თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ მტკივა გული.
და რომ არ ვფიქრობ არაფერზე თურმე საერთოდ.
ვინ რა იცის და ვის რა ესმის, ამხელა ტკივილს.
მიტომ ვიტანდი?, რომ შენ თურმე სხვაგან გაერთო.

მე საკუთარ თავს დროც ვერ დავუთმე.
რადგან ჩემი "მე" სულ მეყენა ბოლო ადგილზე.
ოჰ ბოდიშს გეტყვი ცივი გული ვეღარ გაგითბე.
და ამ ყველაფერს, რომ უძლებდი წლების მანძილზე.

ვინმემ რა იცის ჩემი ცრემლები ჩუმად დაღვრილი.
ეს სიმარტოვე, დუმილი და  უთქმელობა.
მე კი თვალებში ცრემლი მქონდა თითქმის დაცლილი.
ან შენ გაიგე?, როგორ მიმძიმდა მე უშენობა.

ერთი მაცადე, მხოლოდ ერთი მშვიდად ვიცხოვრო.
აქამდე ჩემზე არ მიფიქრია ერთი წამითაც.
მე ეხლა ვდარდობ, რატომ ვიყავ ასე სულელი.
ეს მაშინ მივხვდი როცა ცრემლი წვიმად გადიქცა.

ასე გამოდის თითქოს ცუდად მე გექცეოდი.
ჩემი ბრალია, რომ ყველაფრის მე დაგრთეთ ნება.
შენ გეგონა, რომ მე ვერაფერს ვერა ვხვდებოდი.
და გულს აცადე!! რომელშიდაც ყინული დნება.

და ისევ ჩემით გსურს, ამ ყველაფრის შენ გადარჩენა?
და შენ ის გინდა, რომ თავი ჩემი მე გავიმეტო?? 
ვერ გაგახარეთ არ შემიწყდა ჯერ გულის ფეთქვა,
მსურს ამ ყველაფერ ყველა  გზები გადავუკეტო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი