უერთმანეთოდ
მე თან დამყვება შენი აჩრდილი. და მწყურვალს წყალიც აღარ მწყურია. გამომშრალ ყელში სიტყვა გაჩრილი. ეს ყველაფერი დასაწყისის დასასრულია. სულ ყველაფერი ქრება უკვალოდ. ჩემს ლექსებს დავწვავ იქნებ გავერთო. რაც მიწერია, იქცა უბრალოდ. არც ლექსი მინდა უერთმანეთოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი