გზა ჩემი არეული


გზა ჩემი არჩეული ვატყობ, რომ მცდარია.
რთულია, მძიმეა ეკლებმაც იმატა.
თან ღამეს ვნატრულობ უბრალოდ მთვარიანს.
უარესი მოგელის აზრს რომარ მიატან.

შენი ხასიათი ამინდს გავს მარტისა.
სიმშვიდეს განიჭებს სხვა და სხვა წიგნები.
სიმშვიდე, სიწყნარე ჩემგან არ გეღირსა.
ვერ მივხვდი ჩემით თუ უჩემოდ იღლები.

ნუთუ ყველაფერი წესად დამიწესდა.
ცხოვრება ისედაც დამჭკნარი ყლორტია.
გთხოვ ერთხელ მიმიშვი ცხოვრების საჭესან. 
თორემ დემონები პირდაპირ მოდიან.

დაგღალა, როგორც მე შენც დროსთან ჭიდილმა.
ფერები მკრთალდება შენს ლამაზ თვალებში.
დაგღალა, შენ ჩემმა უაზრო ქვითინმაც.
ღმერთს, ჩემი ლოცვების საერთოდ არ ესმის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი