რთულია
ო რა რთული იცოდე, დაშორდე სიყვარულის მიზეზს. მშვიდად უყურებ შენ და განგრევს ის რომარ გიმზერს. გეჩურჩულება ქარი გიფორიაქებს განცდებს. ხომ შესაძლოა ეხლა, რომ დაგივიწყა მან შენ. აცრემლებულ თვალებიდან ვხედავ იმ ცხოვრების ხედებს. და რომ მახსენდება ვკვდები, როგორ შემოგხვედი ხელებს. გული მტკივა სული მეწვის და უშენოდ იცი ვერ ვძლებ, ვხეტიალობ უთავბოლოდ ფიქრებშიაც შენ დაგეძებ. დროს ვერ ვაბრუნებ უკან ვეღარც წინ ვხედავ იმ გზას. და რომ ვერაფერს ვფიქრობ ბოლოს ვყვირვარ მიყვარს!!! ბევრი ვეცადე ვიფიქრე რომ მომეძებნა ფორმა. ეს უნდა შევქმნად ერთად მარტო მე და შენ ორმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი