ვერ ვივიწყებ
მინდა ვეცადო და ვერ გივიწყებ. წარსულზე ფიქრებს უმწეოდ ვებრძვი. შენს თავს ვფიცავარ მჭირდები ისე. ვით თეთრ იალაღს სჭირდება ვერძი. მე უფრო მგონი, თავს გავექეცი. სხვას გონია, რომ შენთან ვარ ვითომ. როცა პასუხებს შენ უნდა მთხოვდე. მე მაინც აქეთ უფრო მეტს ვითხოვ. სულ ასეთი ვარ შენც კარგად იცი. შენ ეხმარები შენს თავსვე თვითონ. მე დამნაშავედ თავს უნდა ვთვლიდე. ყველაფერს იქეთ გაბრალებ თითქოს. მე არ გამომდის და ვერ გივიწყებ. ჩემი თვალები დაგეძებს ყველგან. და მე ყოველთვის იმაზე ვფიქრობ რომ ვერასოდეს ვერ წავალ შენგან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი