დღე და ღამ ვფიქრობ


დღე და ღამ ვფიქრობ თუ რა მოგწერო.
სიტყვა ვერ ვპოვე შენი სადარი.
ამ გულს უყვარხარ, როგორც არასდროს.
რომელიც არის უშენოდ მკვდარი.

არ მავიწყდება მე შენი სუნთქვა.
არც უთბილესი ის შენი მზერა.
ვერ დავივიწყე ყოველი წამი.
ვერ დამივიწყებ შენც, ამის მჯერა.

ვიცი არ გინდა, ეს მოწერები.
გაღიზიანებს არ თვლი არაფრად.
არ შემიძლია სხვა არაფერი.
აბა მითხარი ნეტა სხვა რავქნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი