მასის ნაამბობი


მასა რას იტყვი, ან რა ამხილო.
მასა რას იფიქრებ, ჩემზე ოხერ ტიალ.
მინდა დახურული თვალი ავახილო.
ვეღარ ვუმკლავდები უაზრო ხეტიალს.

მასა რას იტყვი, რაღაც  გავაკეთო.
ვგრძნობ, რომ გვერდით მიდგას მაცხოვარი.
მასა რას იტყვი, რომ ვქნა სასიკეთო.
უფალთან მივიტანო ჩემი სათხოვარი.

მასა რას იტყვი, რაც ვერ შევძელ დროზე.
უაზრო გრძნობებში უაზროდ გართულს.
მაინც გამკიცხავთ არაფრის ფონზე.
მე მძიმე ფიქრებში გართულს.

მასა მზადაა  დასაკორტნად, როგორც სვავები.
ჩემს სხეულს, როგორც ლეშს ეძებენ საჯიჯგნ მასალად.
საშინელ მზერას მადევნებენ, სულით ავები.
არა მოამბეს ჰკითხავენ  მე ვინ მაცალა.

მასა რას იტყვის, რაც უნდა ის თქვან.
დარდიც არამკლავს არც ერთი სიტყვის.
ვერ ამოძირკვავ სარეველას ფესვს.
ჭორიკნებს, რაც სურს მას მაინც იტყვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი