ისევ მოგწონდე
შენგან მონაწერ მწარე სიტყვას გულში ვინახავ, მაგრამ მე ისევ შეყვარებული ვრჩები ბოლომდე, ჩემზე მეტად ხომ არვინ იცის ვინა ხარ. მინდა ცოტათი ძველებურად ისევ მოგწონდე! მთვარესთან ერთად ღამეებიც გამინაწყენდნენ, მსურს ძველებურად ჩემს მკლავებში ისევ გეძინოს. ჩვენთან ერთად ხომ ვარსკვლავებიც ღამეს ათევდნენ. მსურს ყველაფრისთვის, რომ ცხოვრება შემაძლებინო. ვხედავ, რომ აღარ იღიმიან ჩვენი გულები, და მერამდენედ ჩვენს ფიქრებთან ღამეს ვათენებთ. ვართ სიყვარულის გალიაში მომწყვდეულები, და მინელებულ გრძნობებს ვახელებთ. მე შენს სიყვარულს სამუდამოდ გულში ვინახავ, ჩემი შენდამი სიყვარული ამას მოწმობდეს, ამ სამყაროში ყველაზე მეტად მე შენ მიყვარხარ, მინდა ცოტათი ძველებურად ისევ მოგწონდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი