ამ ქვეყნად სხვა რამ მე არ მებადა


ამ ქვეყნად სხვა რამ მე არ მებადა,
ან მარტო სული, განა მიტომ ვერ.
თამაშის ბოლოს, დავუშვი ფარდა.
მეწვის ჭრილობა, ნაცხოვრებმა რაც დამიტოვა.

მინდა რაღაც ვთქვა, პირი მიშრება.
რასაც ვენდობი, ეს კალამია ჩემი უბრალო.
მე ლექსის გარდა არვინ არ მრჩება.
ჩემი სათქმელი, რომ დავუბარო.

ვის დავუბარო, როდის უბარო, სად დავუბარო.
რაც მაქვს სათქმელი, მხოლოდ შენთვის განა სხვა ვისთვის;
მე ვინც გამიგებს ისევ შენ ხარ ჭირისუფალო.
თუ ვერ გამიგებთ, მეტს ვერ მოვიცდი.

როცა მიხვდებით იმ სცენაზე რა მერგო როლი.
მითამაშია დრამა, ტრაგიზმი თუ კომედია.
გადაბმული ვართ ოჯახებზე, ვით ჯაჭვის რგოლი.
სიმტკიცეში კი ჩვენი როლი, უფრო მეტია.

თვითონ ცხოვრება მიგაყენებს გზა გასაყარზე,
თვალახვეული მატარა და სადღაც მივედი,
თავი ვიგრძენი, როგორც ტომრები გადასაყარზე,
არ გადამაგდებთ... მაინც მრჩება მცირე იმედი.

იმ ქვეყნად წასულს ვერ მომაბრუნებთ.
თუნდ წყალი მასხათ თქვენი პეშვებით.
ყველანი ვგევართ, თეატრის ფარდებს.
ხშირად ავდივართ, ხშირად ვეშვებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი