შენ რომ კარები მომიხურე.
შენ რომ კარები მომიხურე იქნებ გამიღო, კიდევ რამდენი დამჭირდება კართან ლოდინი. ერთი ცხოვრებით ვცხოვრობდით და ორად გაგვეყო, მე ხომ არასდროს არ მქონია ეს მოლოდინი. თითქოს რაღაცა ხან მანელებს ხანაც მაჩქარებს, ტანჯულ სხეულში ვერ ხერხდება ამოსვლა სულის. ნეტავ ვინ კეტავს ჩემს ოთახში ღამით დარაბებს, და ჩემს არეულ სასთუმალსაც არავინ უვლის. სევდაა ხმაში გაზაფხულმა თავი დახარა, ახლოს ხარ, მაინც ვერ გხვდები და ეს მაგიჟებს. ო როგორ მინდა ეხლა ვიყო ბავშვი პატარა, შენივე ნებით, რომ კალთაში მაინც ჩაგიჯდე. როგორ მაკლიხარ! მინდა იცოდე, მე ვეღარ ვსუნთქავ. გთხოვ, მაპატიო ყველა წუთი შენგან სიშორის. იცი რამდენი რამის თქმა მსურს და მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე იცოდი. მე ახლა მარტო, ოცნებით ვცოცხლობ. არც წაღმა ბრუნავს, და არც უკუღმა ბედის ბორბალი. შენ რომ გიყვარდა იმ სულით ვცხოვრობ, სული რომელიც, თავად მოვკალი. მოვდივარ ღამით, კარს ვერ ვაღებ უხმოდ ვწრიალებ. გეძებ იმ სახლში, რომელშიდაც მე ვერ მოვდივარ. და ეს მაგიჟებს, უსასრულო წრეზე ვტრიალებ. მოვდივარ წამით, დაგინახავ ისევ მივდივარ. (კარებს კვლავ კეტავ, იქნებ ერთ დღეს მაინც გამიღო, და გაყინული შენი გული კიდევ გაგილღვო.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი