პერსონაჟი
ჯოჯოხეთის ცეცხლი მწვავს, ორთქლს მივყვები ქვაბამდე. მინდა შენი ხელებით, თოკს კისერზე მაბამდე. მსურდა ჩემი გრძნობები, მსხვილი ჯაჭვით დამება. უთავბოლო რომანი, სხვასთან, რომ არ გამება. მინდა ისევ წამოვდგე. თავი როგორ დავხარო?! თავს თუ დავხრი იცოდე. დამაწვება სამყარო. მე აღმოვჩნდი სხვა როლში, რა ვქნა უნდა მოვირგო. რაც ცხოვრება წავაგე, ეგებ სხვასთან მოვიგო. მე ამ ფილმის ვარ ლოგო. გაქცეულს რაც მაკავებს. დასაწყისში ვარ ბოლო. დასასრულში სათავე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი