აღარ მადარდებს


აღარ მადარდებს თუ ვინმე, 
გამიხსენებს ან მივიწყებს.
უბრალო სხეულს შევწირავ,
ამ ჩემი ქვეყნის მთამიწებს.

სიტკბო მქონდა თუ სიმწარე,
სულ ყველა ერთად ვიწვნიე.
მე ჩემი მკვდარი სხეული, 
დუელში გამოვიწვიე.

ვეუბნები მე ზღვის ზვირთებს,
გამეტებით რატომ მირტყამთ ნეტავ?!
ეს ცხოვრება მე სასჯელად ვზიდე.
ყველა მიყვარს, ვინც კი გამიმეტა.

ეს ცხოვრება ნეტავ რამედ ღირდეს,
ცხოვრებაში რამდენ რამეს არჩევ.
მინდა ეხლა სამუდამოდ გავქრე,
რათა შენში სამუდამოდ დავრჩე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი