მაპატიე


გთხოვ, მაპატიო ჩემი შეცდომა,
თავად დამსჯიან ჩემი ცოდვები.
შენ ვერ გამდევნი შენი ფიქრიდან,
ესე იმედი ქრება ცხოვრების.

ეხლა შავ-თეთრ არის სამყარო
მინდა ფერადად ისევ თავიდან.
იმედი ქრება და ის წარსული
ვატყობ ნელნელა სადღაც წავიდა.

ჩემში შიში და სიცივე მეფობს,
გული კი ფეთქავს, მგონი გადარჩა,
ჩემვე ჭრილობას მინდა ვუშველო, 
მაგრამ ვენებში სისხლიც არ დარჩა.

ვერ ამიხსნია ეს გაორება,
ჩემივე სახის არ სჯერა სარკეს,
მინდა მოგწერო როგორ მიყვარხარ…
მე დაბნეული დავეძებ მარკერს.

თვალები მუდამ დაგეძებს ჩემო
ფხიზელი ძილით მძინავს თვალღია.
კაკუნი…მესმის... გავრბივარ… შემო…
ცხოვრება ჩვენი სატრიუმფო დიდი თაღია.

მე რა ღირსი ვარ შენი გრძნობების
რაც რომ დავწერე, ვეღარ დავხიე…
მაინც მოგწერე დამიბრუნდები?
მე მაინც ჩემი პრობლემები შემოგახვიე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი