თითქოს არაფერს არ ელოდები
თითქოს არაფერს არ ელოდები, თითქოს ყველაფერი ესე გაქვს ნასწავლი. მე კი უჩუმრად ზურგიდან გეპარები, შენ კი პირდაპირ მოსვლას მასწავლი. ჩემს ჩაძინებასო ნუ დარაჯობ, თვალები დახუჭული არ გაწბილდეს. მითხარი იყავი პირდაპირი განა რა სჯობს, თავის მართლებაო არ დაგჭირდეს. მითხარი ცხოვრება არარის იოლიო, მითხარი როგორმე ნელ ნელა გავივლი. გული მოგიკვდება, იქნება გვიანიო, როცა შენს წინ ისევ ჩავივლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი