სიყვარულის მათხოვარი


მგონი სიყვარული ურჩი ვირუსია,
უმისოდ თავს იკლავს სიმარტოვე.
არც პლიუსია და არც მინუსია.
და მაინც სიყვარულით მიგატოვე.

თეთრი შემეპარა, თმაში ნათოვარი.
რამე აღარ დამრჩა შენთან სათხოვარი.
გავხდი სიყვარულის მათხოვარი,
მაცვია სიყვარულიც ნათხოვარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი