ქარი თმების დალაქი


ეს ქარი, მაგ თმების დალაქი,
ტუჩების უფერო ფერი.
ეს გული, ქვასავით ქალაქი, 
სიტყვები სიყვარულის მტერი.

ბნელ სულში არ არის სინათლე,
ვინ იცის რას გარგებს ბედი.
ჰგონიათ იციან სიმართლე,
ამდროს არ იციან მეტი.

იქ სადაც იკარგება სურვილი.
სადაც თეთრი ფრინავს შაშვი. 
არ ააქვთ სიცოცხლის წყურვილი, 
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

დაფრენენ და აღარ დადიან.
სულებში მარწუხებს ჰკრავენ.
იქ სადაც არაფერს ჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას კლავენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი