თეთრი ბედი და არა გედი


ვერ გამიგია, რა გაჩუქო ამ გულის გარდა.
თუმცა მე შენთვის არაფერი არ მენანება.
ერთმანეთისგან გრძნობებიც გადგა.
შენი, რაღაა ჩემი ჩრდილიც კი მემალება.
მტკივა, რომ ცუდად იქცევა ბედი,
როგორ დამცინის ბედი ვერაგი.
თურმე წყალშიდაც დამღრჩვალა გედი.
მასაც არ შველის თეთრი პერანგი.
ან მთვრალი მოვკვდე, შეიძლება ან და ფხიზელი.
ან ღამე მოვკვდე, შეიძლება ან და დღე კიდე.
მადლობა შენ, რომ ამდენი ხანი ბედს გაუძელი.
მე გვიან მივხვდი, დღეც და ღამეც ჩემს ბედს ვეკიდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი