მზე შენი თმების ფერი


ვერ დავემალე ვერსად,
მზეს შენი თმების ფერის.
ამ სიყვარულსაც ვფიქრობ,
ფრთები აქვს აღმაფრენის.
მაგ თვალებიდან თითქოს,
ზღვა გადმოდინდა ღელვით.
იმ სიყვარულზე ვფიქრობ,
ორნი რომ ასე ველით.
მხიბლავს შენი ხმის სითბო,
შენი ღიმილი მწველი.
შენი თვალები მიყვარს,
მოღერებული ყელი.
მინდა სულ ერთად ვიყოთ,
არ გადიოდეს დღენი,
სულ მიღიმოდე მინდა,
ჩურჩული მიყვარს შენი.
მზეს შენი თმების ფერის,
ვერ დავემალე ვერსად.
დატყვევებული შენით,
ვცოცხლობ ხვალინდელ დღესთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი