წლეები გავლენ


გავლენ წლეები და ჩვენ შევხვდებით სადმე ქუჩაში.
თავს შეგვახსენებს სიყვარულის მწარე იარა.
ჩვენ გავეხვევით სიყვარულის ფერად ბურანში.
გვერდზე გავდგები ყმაწვილობამ თუ ჩამიარა.

და მერე ჩემთვის, წყნარად ავქვითინდები.
გულს შეატოკებს ისევ დარდი და ისევ სევდა.
ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით აღარ იქნები.
მაგრამ მე მაინც ჩემს გვერდით გხედავ.

ისევ ვინატრებ განშორების წუთებს და წამებს.
ჩვენს მოგონებებს დარჩა როგორც კარგი თქმულება.
იმ წამებს წუთებს, წუთებს და წამებს უმწარესს.
რომლის მალამოც სამყაროში არ მეგულება.

ხშირად ვიგონებ უნაზეს ლტოლვას,
შენზე ფიქრს ღამეს და უძილობას.
დაუმიზნებლად იმ თოფიდან გასროლილ ტყვიას.
და სიყვარულის მოურჩენელ ღია ჭრილობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი