ვერ შევეჩვიე


შენ შეიძლება მშვიდი თვალებით მიყურო დიდხანს.
შეეხო ჩემს ლანდს თითქოს ხელი სულ არ გიხლია.
შენ შეიძლება აღარც მნახო აღარც მელოდო,
მაგრამ უშენოდ მე სიცოცხლე არ შემიძლია.
შენ შეგიძლია გამიხსენო დიდი ხნის შემდეგ,
ილოცო ჩუმად თითქოს ჩემზე არც გილოცია.
შენ შეგიძლია დაივიწყო ჩემი ცრემლები,
მაგრამ მე შენის დავიწყება არ შემიძლია.
შენ შეგიძლია ჩემს ხსენებაზე გაფითრდე კიდეც,
კვლავ გამიხსენო როგორც ადრე გაგხსენებია.
შენ შეგიძლია იდგე ნაპირტან ფიქრობდე ზღვაზე,
მე კი შენს გარდა ფიქრი სხვაზე არ შემიძლია.
შენ კი ვერც ხვდები, თუ რატომ სდუმდი,
მდუმარებაში ყოფნა არჩიე.
შენ შეეჩვიე ქვეყნად ყველაფერს,
მე უშენობას ვერ შევეჩვიე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი