ო რა რთულია შენზე ოცნება


ო რა რთულია შენზე ოცნება,
მზე იყო როცა გინატრე კარგო.
ვფიქრობ დაგკარგე მე ისევ გეძებ,
გიპოვე მაგრამ მე მაინც განატრობ.
ო რა რთულია ძალით ღიმილი,
უსიყვარულო ალერსით გრძნობა.
დილით მშორდება შენზე ფიქრები,
დაღამდება და თავისით მოვა.
ამ გაზაფხულის პირველი გრძნობის,
ხარ მოჭიკჭიკე მფრთხალი მერცხალი.
შენ გააღვიძე ამ გრძნობის ალი,
ამ სიყვარულში ხარ ნაზი ქალი.
მთელი ცხოვრება შენ მოგიძღვენი,
გამკვირვებია როგორ მდუმარ ხარ.
და ვერასოდეს შენ ვერ მიხვდები, 
რაოდენ რწფელი გულით მიყვარხარ.
მზე შენს თმებში როგორც ცეცხლი,
ისევ ვიცდი მაგრამ მგონი გვიანია.
თმებში თოვლი შენ სიბერე არ გეგონოს,
ეს სითეთრე სიყვარულის ნიშანია.
სულიერნი უჰაეროდ ვერა ძლებენ,
დამიჯერე სიყვარულშიც ესე ხდება.
დღეს წვიმაა ხვალ კი ისევ გადაიდრის,
ის სუნთქვა ხარ ჰაერივით, რომ მჭირდებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი