მტკვარი
მტკვარი დუმს, მტკვარზე ტივია, ტივზე კი ტირის კვნესის არღანი. მთვარეს სურს მტკვარში თავი დაიხრჩოს, მე გადარჩენის არ შემწევს ძალი. მესაიდუმლე და ჩუმი მტკვარი, რამდენი სხვისი ჭირი უნახავს. არ აღელდება მდორე და წყნარი, და საიდუმლოს გულში ინახავს. თუმცა მღელვარეც ბევრჯერ მინახავს, ბობოქარი და ადიდიებული, იცი რამდენი ქალი მინახავს, მტკვრის ნაპირებთან ატირებული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი