როცა ქარივით ჩამომიქროლებ
როცა ქარივით ჩამომიქროლებ, გულს საიდუმლოს უნდა გამხელა. თვალებში ბინდი წამომაწვება, და მიძნელდება თვალის გახელა. მსურს, რომ იხარო შენ ჩემში მუდამ, დიდი გრძნობების ძალით ურყევი. შენზე ფიქრები გადამიყოლებს, უშენობით კი დავიღუპები. მე შენს სიშორეს ვერ გადავურჩი, მწვავს სიკაშკაშით შენი თვალები. ვცდილობ გავექცე შენს სიახლოვეს, მაგრამ მე მაინც ვერ გემალები. ბარბაც, ბარბაცით მივდევ აღმართებს, ბედიც თან მომდევს არ დამემდურა. მინდა ჩემს გვერდით იყო ყოველთვის, ჩემი ცხოვრების სანთელ მეგზურად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი