ვერ ვერ ვივიწყებ
ვერ, ვერ ვივიწყებ წამებს საშინელს, შენს სულს ეს სული როგორ შორდება. ჩვენი, შეხვედრა ისევ გაშინებს, რაღაც სხვა სული მიახლოვდება. ისევ გავყურებ დღეებს შორეულს, ტყვიაც ვერ აღწევს ბოლო მიზნამდე. ცხედარს დავყურებ, როგორც ორეულს, სუროს ბალიშებს, რისთვის მიმზადებ. მითხარ ჩამქრალი როგორ ავენთო, მე ამ როლიდან რაღას მოველი? რად არ იჯერებ შენ, ერთადერთო, პრემიაც არ მსურს, თუნდაც ნობელი. აღარც მომესმის, შრიალი ბინდის. თითქოს წამართვა სულმა სხეული. წყაროს წყალივით ცხოვრება მიდის, სულის დილეგში გამომწყვდეული. რაცა, მაქვს ეს მაქვს, არაფერს ვეძებ, ბედმა მარგუნა, უნდა ვიწვალო. და სადღაც ველზე, ყაყაჩოს ველზე, ჩემს სიყვარულთან გარდავიცვალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი