სულს ეშმაკები შემომესია
აღარ მაოცებს არც სასწაული, ფერისცვალებამ ფერი იცვალა. ჩემთვის სუყველა დღესასწაული, განელდა, გაქრა, გარდაიცვალა. ოქრო და ვერცხლი სახელ განთქმული, ფასს აკარგვინებს ლამაზ ალმასებს. ტკბილი სიტყვები უგულოდ თქმული, მახინჯ, ცხოვრებას ვერ ალამაზებს. როცა უჭირდა სულს და გულს ერთად, ვინ შემახსენა იმ დროს მესია? ვის აღიქვამდი, შენ გულო ღმერთად, სულს ეშმაკები შემომესია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი