სისუსტე შენი
სულში სიმშვიდეს ბადებს ლოცვები, თითქოს უფალი კალთას გაფარებს. და ამ სიმშვიდეს საჩუქრებივით, ურიგებ საწყლებს, მიუსაფარებს. და ისიც იცი რა არის მადლი, გსურს მოეფერო გიჟურ სამყაროს. შენ აიფარო სახეზე ჩადრი, სისუსტე შენი, რომ გაამყარო. ყველა გადადგმულ ნაბიჯის მერე, თავს შემოსძახებ ჰოი საბრალო. ამდენი თურმე იმიტომ წერე, ცოდვები შენი სხვას დააბრალო. ეს შიში მუდამ შენში ყოფილა, შიში საშიში გულს, რომ აჩერებს. და გაგაქრობენ დედიშობილას, არ დატოვებენ შენგან ნარჩენებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი