ჰეე სიკვდილო
ასი წელიც, რომ იცხოვრო, მაინც გრჩება ქვეყნად ვალი, და რაც მიმაქვს არის მხოლოდ, სიყვარული ერთი ქალის. გავლილ გზაზე როცა ფიქრობ, ბევრიც იყო ნეტარება, საკუთარი ლანდი გიცქერს, ძილიც აღარ გეკარება. მერე რა, რომ ვსვამდი სასმელს, სასიცოცხლოდ ვიყენებდი. სასმელთან და შავ ბნელ ცასთან, ტკბილად მათათან ვითენებდი. ხან უტკბესი მეგობრები, ხან ლანდიც კი მიჯდებოდა. მომირტყამდა ჭიქას-ჭიქას, გული სევდით ივსებოდა. დაიცალა სავსე ბოცა, საიდუმლოს მიმხელს მთვარე. მერე რა, რომ თუნდაც ლოთი, ერთხელ კიდევ შეიყვარე. დილის მზემაც შემომისწრო, სითბოს მისას მე ვერ ვგრძნობდი. მეღრინება ეხლა ყველა, როცა ყველას მე ვეტრფოდი. ალბათ წინა ცხოვრებაში, შესაძლოა ლოთი ვიყავ. სადა ლოთებს ვამჯობინე, ნაღდი ლოთი ვყოფილიყავ. ლექსს დავწერდი დამცინოდით, ამით ტანჯვა უნდა მეთქვა. ბერვსაც დავწერ, მანამ სანამ, არ შეწყდება გულის ფეთქვა. ეს ლექსები, რაც დავწერე, ყველა იყო ლამაზ ქალზე. ამ ბოლოს, რომ გადავხედე. გამოვიდა უფრო ქარზე. კაცი როგორც ღვინის მწერი, ხშირად ვეგდე ღვინის თასში. გამიჭირდა ვერ შევძელი, ვარდის ჩაწნა ოქროს თმაში. აჰ ნეტავი შემძლებოდა, წარსულ დროის დაბრუნება, დალოცვილი ღვინის ნაცვლად, სიყვარულით გაბრუება. ვიცი ლოთი ან ვის უნდა, აღარც ლოთის ნეტარება. გვერდით არვინ არ იკარებს. მარტო ღვინო ეკარება. ერთს შევძახებ მეგობარო, ის სასმისი გადმომიგდე. ბევრჯერ გავლილ ბეწვის ხიდზე, მთვრალმაც მინდა გამოვიდე. ბოლო ჭიქას მაინც დავლევ, ჰე! სიკვდილო!:თუ მოდიხარ! ჩემს მეტს არვის გაეკარო. მოგყვებიი! და თან მკიდიხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი