გული
როცა გეგმავდი ცხოვრების გზაზე ისე იარო, და რომ გგონია დაიბადე, ჯერაც არა ხარ. შენი ტკივილით მიყენებულს, კუთვნილ იარებს, ხან გიჭირს, ხანაც გიიოლდება მათი დანახვა. მიწად გცეულს, მიტოვილს ეულს, აღარც ნაბიჯი რჩება მიზნამდე. გულს გადაუშლი, შენსვე ორეულს, იმ ორეულს, რომ საფლავს გვიმზადებს. აღარც კი მინდა მასთან შეხვედრა, უმისობა, კი თითქოს მაშინებს. თავ აწეული ცას, რომ შეხედავ, სუყველაფერი ქრება მაშინვე. ცაზე ღრუბლები წვანან ზმორებით, მთის ფერდობებზე ცხელი ნისლია. მიწას რომ ვაყრით მერე ტორებით, და გავიძახით დანაკლისია. კარგი, ის არის არ გივიწყებენ, და ვინმეს სევდა შემოაწვება. იმ ნაცხოვრები ცხოვრებით გდებენ, ზემოდან მარტო მიწა გაწვება. დაგატარებენ გოლგოთის გზებზე, და ფეხებს გიწვავს რკინის ხუნდები. ფიქრობ, რომ დგეხარ პალმებზე ბზებზე, გინდა აქეთ და ვეღარ დაბრუნდები. არც არავისი სიტყვის არ ჯერა, რჩევებიც სხვისი გგონია მტრული. ერთი ცხოვრება გყოფნის სასჯელად, გულ გაკერილი, ხან გაფატრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი