აშლილ ვნებებს
როცა ელვარე მზე, ღრუბლების გზას გაუდგება. და გიჟი ქარი ბობოქარი მთას მიაწყდება. და მაღლა ცაში ბულბულების მღერა მიწყდება. როცა გრძნობები აშლილ ვნებებს განერიდება. როცა ზღვის ქაფიც კი დაიღლება და დამშვიდდება. შავი ღრუბელი ზღვას ნაბადივით თავს დაადგება. შორს გაფრენილი თოლიები შინ დაბრუნდება. მე ფეხშიშველი, მეწამულ-ტყის გავივლი ჩრდილებს. და მივადგები მონატრებულ ნაცნობ ადგილებს. და გავიხსენებ მონატრებულ ერთად ყოფნის წლებს. როს შემაწუხებს მე უგულოს გულს არვინ მიღებს. და მაინც წავალ და მოვივლი სხვათა მამულებს. სანამ ცხოვრება უპატრონოდ მე არ მიგულებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი