ოთხი დრო


გაყინულ ზამთრის, ცივი სუსხი ჩაწვდა სულამდე,
ეჰ!!.. უშენობას რა გაუძლებს გაზაფხულამდე.

გაზაფხული, რომ ააფეთქებს ყვავილებს ატმის,
მე ზაფხულობით ვემსგავსები გამხმარ ხეს ნატვრის.

ზაფხულის წვიმად მოგინატრე, რომ დამნამავდე. 
მინდოდა ცოტაც გამეხარა შემოდგომამდე.

შემოდგომაზე ფერს შევიცვლი მეც ფოთლებივით,
ზამთარს სადარდელს მოვუგონებ იმ ლოთებივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი