სიშორე


ნუთუ ამისთვის ვწვალობდით ამდენს,
რომ დაშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ცრემლიც, რომ მარგალიტს ჰგავდეს,
შენი ღიმილი მიყვარდა მხოლოდ.

იმ ღამით ქარი საშინლად ქროდა, 
არ მსურს ის ცუდი დღეები ვთვალო. 
შენ ცეცხლის ფერი თვალები გქონდა,
მეც ეს თვალები მიყვარდა ქალო.

იმ ღამით ვნახე ტკბილი სიზმარი, 
ფერად ყვავილებს ფანტავდი ქარში,
მე სათითაოდ ვიჭერდი ყველას,
და ცისარტყელად გაწნავდი თმაში.

ვინ იცის, კიდევ დადგება ის დრო?
ან იქნებ მალე ან იქნებ გვიან. 
შენთნ სიშორემ გამანადგურა,
უშენოდ მაინც მიჯნური მქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი