ვფიქრობ
გიყურებ, მაგრამ მაინც ვერ გხედავ, დღე წვიმიანი და თან მზიანი. ჩემი სათქმელი კვლავ გამიძნელდა, და ჩემში გაქრა ადამიანი. ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, მე ვემსგავსები მხიარულ ტირიფს. და ის, რაც გულში არ დამეტია, გადმოვაყოლე ცრემლებს და ტირილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი