სათქმელი


გულს, სული გრძნობებს მოუძებნიდა, 
ორთავე გრძნობის, რჩებოდა მიღმა.
გადმოსვლას იწყებს სისხლი ვენიდან,
წარმოაჩენდა მის სახეს ნიღბად.

მე მუდამ მძულდა მართალი ჭორი,
ამ ჭორებს ირგვლივ ფანტავდა ქარი.
რაც იყო, იყო დღე ამ დღის სწორი,
და იმ დაწყევლილ, თებერვლის სამი.

არვიცი, რიცხვებს რად გავეკიდე, 
გონებას რატომ ვურევ თარიღებს.
მერე ჩემს ფიქრებს ჩამოვეკიდე,
სახე ნიღაბში, ხმასაც არ იღებს.

ვერგადმოსული სისხლი ვენიდან,
ნიღაბი, სახელ დათქმული სახით.
თავს კიარადა, შენაც ვერ გიტან,
გადავწვა თითქოს დაცლილი სახლი.

იმ სახლს, რომელსაც არ ააქვს კარი,
რა სივრცე იტევს ამდენ სიმძიმეს.
ჩემში დაქროდი შენ, როგორც ქარი,
ქარი რომელიც გრძნობებ მიმძიმებს.

არ გვავიწყდება, ჩვენ იმ დღის სწორი,
და არც იმ მძიმე თებერვლის სამი.
როცა შენ გეთქვა სახელად  ცოლი,
მე კი არასდროს არ მეთქვა ქმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer10 თვის წინ

ძალიან კარგი ლექსია 😍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი