ლაბირინთი
მინდა სიმართლე ვპოვო მითებში, ჩემი სვლა წრეზე დიდი რკალია. ცხოვრებას დავდევ ლაბირინთებში, მინდა გაგიღო გულის გალია. არც ის არ მინდა ვიყო ქებული, ნერვ არეული მაინც მშვიდი ვარ. არც ის, რომ ვიყო მიტოვებული, სადღაც მინდა და ვეღარ მივდივარ. ზღვის სიღრმე არა უფრო ღრმა, ფიქრებს ვენდობი რასაც ინებებს. შენმა თვალებმა ისე დამნაღმა, ვგრძნობ მაკარგვინებს ესე იმედებს. ვგრძნობ იმატებს ძგერა გულის, უფრო, ცრემლის დაშრობისას. გევხარ ყვავილს გაზაფხულის, როგორც ადრე, ბავშვობისას. თვალები შენი როცა ავდება, და სახეც შენი იცვლის იერებს. რაღაცა მალე გამიხარდება. ვხატავ მაგ ტანის სიმშვენიერეს. ეს გული შენით ნახანძრალია, და მემატრბა მე აგონია. სულში ტკივილი შენი ბრალია, წვიმა მე შენი ცრემლი მგონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი