ვერ გამიგია


ვფიქრობ... ვერ გამიგია რით გაგაოცო,
სულს, რომ ესობი სიმწარედ ეკლის. 
საკუთარს, ყინულ სხეულს ვაკოცო? 
ვფიქრობ... ისევე სიკვდილი შემცვლის. 

ბევრსაც ვიგონებ, ბევრსაც ვამეტებ, 
ვფიქრობ ღმერთია, ღმერთზე მაღალი.
პერანგებს ვაკრავ ისევ მოლბერტებს, 
ცხოვრება ვახატო მინდა ახალი. 

ეს ცხოვრება ხომ ჭაში მახედებს,
სადღაცა ქრება, სურვილ მიზანი. 
ვაწყობ დამსხვრეულ სულის ნატეხებს, 
მოდი, ისევ შენ ამომიცანი. 

ყველამ თავისი გზები იპოვა,
მარტო მე განვლე, გზა სიმწარეთი. 
ვწუხვარ, იმ ცუდი პერიოდებით, 
რომ გამოვტოვე ოქროს შუალედი. 

არ მიმატოვო, იქაც ზეცაში, 
ჩემი ცხოვრება არის იგავი. 
არ შევიცვლები, არც მაღლა ცაში, 
ისევ ის ვრჩები, რაიც ვიყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი