თხოვნა
არ მომიმკია, აროდეს ჩემკენ, არცა ბევრი და არც უმნიშვნელო, ხოდა უბრალოდ წამებად შემქმენ, ბოლოს უფალო! უნდა მიშველო. სათქმელი რჩება მარტო სიტყვებად, დაშლილ სხეულის ვეძებ ნაწილებს. და თუ კი ვინმეს ვალი მიმყვება, ბოლოს უფალო შენ გამაცილებ. ხან ნაცხოვრები ვთვალე რომელი, ან ამ ცხოვრებას ვინ მეცილება. ალბათ გარდაქმნა თავად მომელის, და იქ მომელის სახეცვლილება. სამყარო არის ბნელით მოცული, სავალი გზები უსწორ-მასწორო. წუთი სოფელში, წამად მოსული, არც ამ ჯოჯოხეთს არ მომაშორო. ვეღარ ვასვენებ, გადაღლილ სხეულს, ვდგევარ იქ სადაც უნდა ვმდგარიყავ. ამ სამოთხიდან ნებით გაქცეულს, ჯოჯოხეთიდან ნუღარ გამრიყავ. სუნთქვას ვუკავებ, აჩქარებულ სულს, ზეცად მიმავალ აღმა ამსვლელებს. და იმ უკუნში ანთებით შესულს, ხო, უშენობა არ მომასვენებს. ცხოვრება გუდას თავს ისე მოკრავს, სულს შესაზარი იწყებს მინობა. მე ისევ ჩემი ხელები მომკლავს, ყელში გაჩრილი უკმარისობა. იცით, რას მეტყვის მე მაცხოვარი, ანგელოზებთან ან მათ გარეშე. მხოლოდ ერთი მაქვს მე სათხოვარი, ნურც იქ დამტოვებს, მე შენს გარეშე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი