ცხოვრება ზღაპარი
ცხოვრებაც ასე იწყება, იყო და არა იყო რა. მაგარი რქები რომ ედგა, ვინ იყო?... ხარი ნიკორა. ნიკორა არა, ზღაპარში წიქარა ეთქვა ხარსაო. ხოდა სიმართლის მოსმენას, ზღაპრები უყვართ ხალხსაო. და შენ უვიცო ადამიანო, ვიცი რომ გინდა გადამიარო, ან რატომ უნდა მელოდო, ან რატომ უნდა გელოდე, მე ჩემს სიმღერას ვიმღერებ. სხვის რატომ უნდა ვმღეროდე. მე ყვავილებში მიყვარს გვირილა. მიყვარს სამკუთხა, პატარა ქოხი. სული იმღვრევა, როგორც ყვირილა. ისევ ქარივით, ქარივით მოვქრი. რავქნა ცხოვრებაც ასე თამაშობს, და თუ არ ყვები თამაშის წესებს. სადაც არა სჯობს, იქნებ გაცლა სჯობს, ცხოვრება მაინც იქ გაგამწესებს. წუთი სოფელში სამუდამოდ რამე არ რჩება, დიდ სიყვარულსაც, ვით ხუხულას ისე დაშლიან. ბედიც ხომ ერთხელ იბადება და მერე ქრება, რაც გიცხოვრია როგორც ცარცი ისე წაშლიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი