სიზმარი
თითქოს შავ ყორნებს მივყავდი წუხელ. მიკვირს ყორნები მწმენდნენ იარებს. არ უხაროდათ, პირიქით წუხდნენ. გულზე რომ ასე გადამიარეს. ვისაც უნახავს გიჟის ოთახი. იქ სადაც მარტო არასდროს იბრძვი. გინდა გაიქცე სადღაც ცოტა ხნით. და ეს გაქცევა საშინლად გიმძიმს. ყორნები ვინმეს საფლავს უთხრიან? ან ჩამომსხდარან საფლავთან ახლოს? მიცვალებულებს არც თავს უხრიან. სულის კედლებზე ჭრილობა სახლობს. წერას ივიწყებ ვეღარ წერ საწერს. აღარც შიში გაქვს პატარა სივრცის. გემჩატა გულზე რაც დარდი გაწევს. უმალ ტირილით აყვები სიცილს. სამასი წელი ცხოვრება არ ღირს. ესე ცხოვრება, არაფერს არ ჰგავს! ფიქრები ვნებას, უკეთებს აღვირს. და გონებაში შენს სახელს ქარგავს. მერე სიცილით გულს რომ იჯერებ. ოთახში კვამლის ჩაწვება ნისლი. არც საკუთარი თავის იჯერებ. ძალაც არ გრჩება სხეულთან მისვლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი