საკუთარ თავს
ეს ცოდვები რაც გქონია, დროა ყველა გადითვალო. არ გაბედო ცერა თითით, ბსალმუნები ისევ თვალო. სულზე მწარე ჭრილობებო, იარებო რას იტანო. გასწი, ერთურთს გაეცალე, და დატოვე სული, ტანო. ამ ტკივილის ატანისა შენ თმენა გაქვს შენეული. ცოდვებთანაც იმეგობრე, არ იქნები შენ ეული. მტვრიდან გძერწეს, ისევ მტვერად გადიქცევი გარდასულის. რაც არსებობს შენში ქრება, ყოველივე გარდა სულის. ეს სხეული მუმიაა, ცოტა რწმენა თუ არა აქვს. ჯერ არავინ არ მინახავს, ღმერთთან ცოდვა, თუ არ ააქვს. ყველაფერი დაივიწყე თან სამყაროს დაარსება. ბოროტსა სძლია კეთლიმა გრძელია მისი არსება. ცხოვრება ხომ ამინდია, ქარიშხლებიც გადაივლის. ეს სავალი გასწორდება, და ერთ წრეზე აღარ ივლის. მთავარია არ დაგენგრეს შენი ხელით მონაშენი. არც შენ იყო სხვისი მონა, არც სხვა იყვეს მონა შენი. უფალო შენ გევედრები, ამ ყველაფრის მომე ძალა. თორემ ჩემდა უნებლიედ, სინანულის მომეძალა. დაბადება, როგორ მოჰგავს იმ ვარსკვლავის ციდან ვარდნას. ამ ცხოვრების სარბიელზე, მფეთქავ გულის ამოვარდნას. ვერასოდეს ვერ ვიპოვი, მე იმ ვარდებს შენს სადარებს. და არეულ იმ ამინდებს, ვერ დავარქმევ ვერა დარებს. სანაყოფო ნერგს, რომ ვრგავდი გვერდით მიწა დაუფალი. კეთილ საქმეს შეეწევა, ღვთისმობელი და უფალი. არ დატოვო ტანი სულო ან პირიქით სული ტანო. არ დაუშვა ეს ცოდვები, საიქიოს გამატანო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი