ცხოვრება


მოკლე აივნის ლამაზ რიკულებს.
შემოღამების გადაკრავს ბინდი.
ერთმანეთისგან ჩვენ გარიყულებს.
მოგონებებში შენს სხეულს ვთლიდი.

უცხო ცხოვრების გზებისკენ ვილტვი. 
ძველი დრო ფიქრში რჩება კადრებად. 
თითქოს შენელდა ცხოვრების რიტმი.
ერთმანეთს უნდა ვედგედ საყდრებად. 

ჩვენს შორის მდგარი ყინული დნება. 
ძლივს მოვუყარე თავი სტრიქონებს. 
ვენებში წყდება სისხლის დინება.
თითქოს ცხოვრება ახალს მიგონებს. 

უცქერი შფოთვით უცნობს თუ ნაცნობს. 
ერთ დროს სავსეს, დაცლილ ყულაბას.
ჩვენი ცხოვრებაც შენსავით ანცობს.
გრძნობებს არეულ ფიქრებს ულამბავს.

და ამ ცხოვრებით გამოჭრილ თარგებს.
და ამ თარგებში ჩასმულ ვიტრაჟებს.
ჩვენ თარგებს თავად ცხოვრება გვარგებს. 
ბევრს გამოსცემენ ჩვენზე ტირაჟებს. 

ისევ ავყვები მე ჩემს ოცნებებს.
და ჩვენ დავითქვამთ ისევ მეომრებს.
ცხოვრების გზაზე შეხვედრილ ცოდვებს.
მწამს რომ არასდროს გავიმეორებთ. 

ცხოვრება დარდის, თვალებს მაპარებს.
მარტო ვარ, მაინც არ მტოვებს მარტოს.
სად მომისროლის, კარავს სად გაშლის.
სად ჩამაბარებს, ჩემსავე პატრონს.

ვესაუბრები ლანდებს დილამდე.
გადავიწყებულს ისევ  მიგონებს.
წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის.
ცხოვრება ისევ გამომიგონებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი