გადახედვა


მთელი წელი, რომ ქროდა ის ქარი.
თავად წყნარდება, თავად ჩადგება.
და როგორც ქარში ხმელი ფოთლები.
ცხოვრებაც ისე გაიფანტება.

როცა ბავშვობა ფეხს გაგიკაწრავს.
და ვისაც ახსოვს ტყავის მათრახი.
როცა რაღაცას ბავშვურად ფიქრობ.
და უცებ გესმის ბებოს კარნახი.

დანაშაულით შეწუხებული.
უმიზნო, ყურში გესმის გინება.
შენი გულია შენი ერთგული.
და ბავშს, ბავშურად ჩაგეღიმება.

შენთვის უცხოა ცუდი ამინდი.
ღრუბლებიც ცაზე გაიფანტება.
გული რომ გულთან თავისით მიდის.
ბოლომდე რჩება არ იკარგება.

მე ჩემი თავი, უკეთ გამიგებს.
და იმ გრძნობებში მეტად ჩამწვდება.
და იმ, კუზიან ცხოვრებას ირგებს.
წელში, რომ მეტად გაიმართება.

ასაკთან ერთად ფიქრი იღვიძებს.
და ამ ყველაფერს მიხვდები ხელად.
ვინც გვერდით გიდგას და განუგეშბეს.
მას სიყმაწვილე ჰქვია სახელად.

ვერვის აუხსნი, ვერვინ გაიგებს.
ხან წინ, ხან უკან ბრუნავს საათი.
ეს ბავშვობაა თავად მიხვდები.
რომ მას არ უნდა ბევრი კამათი.

და ამიტომაც ცხოვრებას მუდამ.
მისი ქონია ქვეყნად ადგილი.
ბევრს, რომ გონია ადვილი არს,
მაშინ არ არის სწორედ ადვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი