უსათაურო
როგორ ვინატრო, რომ მკვდარი მყავდე. თუმცა მე შენთვის მკვდარად ვითვლები. ან და ხანდახან გარდაცვლილს გავდე. ცივ საფლავის ქვას ჩავეხუტები. ვცხოვრობ ამ უიმედო კაცის ფიქრებით. მესმის ეს არასწორი ფიქრია. ერთად ვიცი, რომ აღარ ვიქნებით. უშენოდ ვკვდები არ შემიძლია. შენი ღიმილი მწვავდა ოდესღაც. შენი უთქმელი და თხელი ბაგე. რა უნდა გითხრა, როცა როდესაც. სული შამფურზე თავად ავაგე. ეხლა უშენოდ ვირჩენ ჭრილობებს. მე უშენობამ რაც მომაყენა. ჭაობთან მდგარი ვუცქერ ჭილოფებს. შენზე ფიქრებმა წამომაყენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი