გადასალახი


გადასალახი მუდამ გიხდება სირთულის ზღუდე.
მიყავხარ სხეულს ბოღმით გაჟღენთილს.
ხშირად იქცევი ცრემლების გუბედ.
ღიმილი ზიზღით მიგაქვს ბაგემდის.

უფრო გავიგე და დავიჯერე მე უგუნურების.
გულის წადილი და ოცნებები ერთად ვანგრიე.
ვერ შევიგრძენი სილამაზე დედა ბუნების.
ჩემს ტვირთთან ერთად სხვისიც ვათრიე.

არ დავიტოვე არც ფიქრები და არც ოცნება.
სხვას აღარ ვდარდობ, საკუთარ თავს მივუტრიალდი.
სულ დაძაბული, რომ გავთიშე ჩემი გონება.
მექანიკური აპარატივით მე ავხმიანდი.

თავში ქარი და ქარიშხლები მუდამ დაქროდა.
და ოცნებების ოკეანეში შევცურე წამით.
კარგზე და ცუდზე ეშმაკებთან დავიწყე ბჭობა.
და რაც დავთესე მოსამკელი მოვიმკე ამით.

სხეულმა იგრძნო უმიზნოდ თრთოლვა.
თვალებიც გაფერმკრთალდა თანდათან.
საკუთარ თავს, რომ ვუგინე  მოდგმა.
კუზიანების, გასწორებაც ვცადე ხანდახან.

გამოვედევნე გვირაბისკენ წამსვლელ მეგზურებს.
ფეხქვეშ მიწაა გამოცლილი, მიწა-ქვიანი.
უკან მივყვები არ ჩამოვრჩე, რაღაც სხეულებს.
მაგრამ მე მაინც ვუწოდე მათ ადამიანი.

საიქიომდე გადავიარე სულ ცხელი წყლები.
არ დავმორჩილდი ცეცხლოვან  ქარებს.
დანის პირული გადავლახე მაღალი მთები.
ჯოჯოხეთის და სამოთხის მივადექ კარებს.

აქ იწყება თუ მთავრდება, ნეტავ წამება.
გასაუბრების გრძელ რიგებში სწრაფად ჩავდექი.
წინ ჩამირბინეს, ნაცხოვრებმა ყველა წამებმა.
თავს შეუძახე წაქცეულო ფეხზე დადექი.

თვალს ვერ ვუსწორებს ღვთიურ  სინათლეს.
მე ჩემეულად ანგელოზებს მივუალერსე.
ზე ზეციური მომეჩვენა მაათი სინაზე.
უეცრად სითბო შემომაწვა ყინულ სახეზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი