სიტყვა რომელიც არ ერჩის არვის
სიტყვა რომელიც არ ერჩის არვის. სიტყვა რომელიც გულში არის გადანახული. ვერ მივხვდი აზრი იმ სიტყვის მალვის. რომელ სიტყვაშიც ჩანს გაზაფხული. მორცხვია, თბილი. სინაზეს მალავს. თითქოს არ უნდა, რომ გაგაკვირვოს. სიტყვების ომში დიდი აქვს ძალა. და ბედნიერიც შეუძლია მწარედ აკივლოს. უზომოდ ტკბილი ვით თაფლის ფიჭა. ტკბილსა და მწარეს ერთად აგროვებს. დაბადებული მარადიულ ფიქრად და ნიჭად. გულს ჟანგ მოდებულს მოაოქროვებს. რთულად სათქმელი, გასაშლელი პატარა კვირტი. ბოლოს ყვავილი, ქვითინივით ყველგან ისმოდა. სატარებელი მძიმე, მჩატე, საამო ტვირთი. სიცოცხლე მკვდარი იქნებოდა ურომლისოდა. ❤️სიყვარული❤️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი