ფერადის ნაცვლად შავი ფერის კაბა გაცვია


ფერადის ნაცვლად, შავი ფერის კაბა გაცვია.
გადასარჩენად, ისევ ვეძებ შენთან საერთოს.
რა ანგელოზი, ეშმაკმაც კი ზურგი მაქცია.
რომ მოვიხედე, არაფერი შემრჩა საერთოდ.

სული ტანჯული, უფლისაკენ მიიჩქაროდა.
ზეცით კი არა, მიფარფატებს მაგისტრალებზე.
მე შენი ფოტო ჩამოვიღე ეხლა თაროდან.
ფოტოსაც ცრემლი გადმოდინდა, ლამაზ თვალებზე.

გაშმაგებული ამინდები რად ვერ გადარდა.
ასარჩევია, ერთად ყოფნა თუ სიმარტოვე.
ეს სიყვარული, ჩვენს ხელებში სულს რომ ღაფავდა.
არ აპატიე გარდაცვალება და მიატოვე.

და როგორც შენი, ჩემი აზრებიც ისე არიე.
ვიხსენებ იმ დროს, ჯომოლუნგმა დამაპყრობინე.
ერთ დროს ამაზრზენს, სიამოვნებით ვუსმენ არიებს.
თავისუფალი სული მიქციე ვით საპყრობილე.

ო რა მძიმეა გოლგოთაზე მხრებით ატანა.
ო როგორ მაგდებს, განსაცდელში ბედი ვერაგი.
უფლის სახელით რომ შემოვა შენში სატანა.
და გულგატეხილს გეღვიძება სველი პერანგით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი