სამყარო ფერებს კარგავს თქვენს მერე
სამყარო ფერებს კარგავს თქვენს მერე. მე ვეღარ ვუძლებ უშენობას, აზრებს ავყიას. ვერ შევეგუე მარტოობას, რომ აღარ ვწერე. ჩემი ცხოვრება უმისამართო მისამართია. ვერც მე გავიგე ეს თვალები როდის ტყუიან. ვგრძნობ, რომ სხეულსაც სუნი ასდის გამომშრალ მიწის. ჩემს ლეშთან მდგარი მგლები ყმუიან. ტაძართან მისულს ლოცვაც კი მიჭირს. მე ამ ყველაფერს ვათქმევ სიმძიმეს. ჩვენს ცხოვრებასაც გამოსცემენ ტომად წიგნებით. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ მშვიდად იძინებ. არ მეშინია! ვიცი მაინც ერთად ვიქნებით. სახეზე მადევს, მიწის ფერი და შენ იცი, რომ როცა გიჭირდა, მაშინ ხელი ვერ შეგაშველე. ამ ყველაფერზე როგორ მინდა, მერე იცინო საკუთარ ხელით აკლდამაც კი ამოვიშენე. იმ დროს, როდესაც გამიტანენ მხრებით სახლიდან. გადავსახლდები იმიერში ბევრჯერ ზედიზედ. ვნანობ ღიმილი, რომ ჩავაქრე შენი სახიდან. ჰოდა შეგხვდები იმ ცხოვრების გზაჯვარედინზე. დარდები მჭამენ მანადგურებენ, როცა ვერ გიცავ. ხელის კანკალით, ცრემლებით გწერე. მიყვარხარ! ყველა დაუწერელ მორიგ ლექსს ვფიცავ. ჰოდა გპირდები აღარ დავწერ ამ ლექსის მერე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი