ვის რად ადარდებს მე რა მომივა


ვის რად ადარდებს, მე რა მომივა.
კარგს რას იტყვიან, მახვილივით ენებს ალესენ. 
სული გაყრილი სხეულიდან, ღმერთთან რომ მივა.
მოგონებებსაც ვერ დავავიწყებ, ნაცნობ ალერსებს.

იყავი ვინ და გადაიქეცი ეხლა რაღაცად.
ცხოვრება შენი, ნაწრეტ წყალივით მდინარეს ერთვის.
თვით ღმერთიც მოკლეს, როცა განკაცდა.
ნაწამებ სხეულს, ინახავს ჩვენთვის.

ხანდახან ტვირთიც მჩატე, არი მხრებით ნატარი. 
ცაო!! ხმაც არგაქვს მანამ სანამ, თუ არ იელვე. 
ხშირად ცდილობ, რომ აიტანო ვერ ასატანი.
გაწუხებს სულის სიცარიელე.

მერე ვფიქრობ, რომ წლები გამძიმებს.
არავინ გეძებს სადღაც მიტოვილს.
თავ-ჩაქინდრული იღებ სამძიმრებს.
შენზე მძიმეა ხმელი ფოთოლიც.

ცოტა ნაღველსაც კურცხალს შევურევ.
გავურბი აფთრებს სანამ დამხრავენ.
რა ეშველებათ ისეთ სხეულებს.
რომ მიწაშიდაც ვერ დამარხავენ.

აროდეს არ თქვა სული ვათრიე.
ღმერთი არ აბნევს გულზე ორდენებს.
გთხოვ გვაპატიე, ყველა ცოდვა, შენ გვაპატიე.
უთავბოლოდ და უგზო უკვლოდ ესე მორბენლებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი