შენ გინდა გავქრე


შენ გინდა გავქრე თითქოს არ ვიყო.
მორჩა გათავდა არ მინდა გლოვა.
მინდა ფიქრები მაშინ გაგიყო.
ეს სული ჩემი შენთან, რომ მოვა.

შენთვის ცოტა დრო, ჩემთვის წლებია.
გინდ ერთი იყოს ათი ან ოცი.
ჩვენი შვილები დარდზე წვებიან.
ლამის შევჭამო ჩემივე ხორცი.

გაირბენს წლეები, მოვა სიბერე.
უბრალოდ მითხარ, რა ვთქვა რა მოვყვე.
ეს ყველაფერი მე სისხლით ვწერე.
მინდა ცხოვრების გზაზე  გამომყვე.

ვიცი მართალი  მიხვალ ზეცამდე.
შენ ხომ არასდროს ჩემთან მტყუნდები.
ზეცამდე მისვლა ბევრჯერაც ვეცადე.
მაგრამ ყოველთვის გზიდან ვბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი