წახვედი ჩემგან
წახვედი ჩემგან ისე კი არა, როგორც მიდიან. ისიც არ მინდა ჩემი ცრემლივით, შენაც დამიშრე. ვხედავ ჩვენს შორის რაც ინგრევა, მარტო ხიდია. შენს და ჩემს შორის რაც შენდება მხოლოდ საგიჟე. საგიჟე, სადაც დამამწყვრევენ ვიცი აბა არა. საგიჟე, სადაც სულ შენზე ვფიქრობ ჩემო ნამდვილო. შენს შემდეგ ჩემთვის, სულ შავია ამ ცის კამარა. ამ სიყვარულის, ძიებაში წმინდა სამხილო. არ მინდა ვწერო, მე ვებრძოლები საკუთარ სხეულს. რომ მიდიოდი, იმ ნაბიჯქვეშ ყველაფერს წვავდი. და მე მტოვებდი უგრძნობს და გრძნეულს, და იმ წამს, მაინც ღმერთივით მწამდი. დრო გავა, მერე საკუთარ თავს შენ კითხავ ვიცი. და ისიც ვიცი, ვერ გაიგებ შენ ჩემს სატკივარს. მე ის გიჟი ვარ, დაბნეული სახელებს, რომ იცვლის, და დაბნეული, უთქვენობით მარტო დავდივარ. სანამ ინგრევა ხიდი ჩვენს შორის, უნდა დავწერო. და სანამ ბედი ჩვენ ორს შორის აგებს საგიჟეს. ვიცი არ მოგწონს მაგრამ მაინც უნდა დავწვერო. შენ გინდა წასვლა, მაგრამ ეს ლექსი არსად გაგიშვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი