ვიცი რომ მოხვალ
ვიცი რომ მოხვალ და ერთ დღესაც დამიბრუნდები. თორემ იცოდე სამუდამოდ დავიღუპები. მე არ მინდოდა ეს ყველაფერი გამოგვეცადა. იქნება სჯობდეს, რომ ყველაფერი ისევ გვეცადა. მე რა კაციც ვარ შენ, რომ არ მითხრა ისედაც ვიცი. ერთი იცოდე შენდამი გრძნობებს არ უნდა ფიცი. მოდი მითხარი რა ვუშველო მე ამ ყველაფერს. მაგრამ ვხვდები, რომ შენც ვერ მეტყვი ვიცი ვერაფერს. აქ ხომ ყველაფერს, შენი ხელები ყველგან ატყვია. და ვერასოდეს, მაინც ვერ წაშლი როგორც ნატყვიარს. მე გელოდები მინდა ისევ შეივსოს სახლი. შენც კარგად იცი ფეხზე მკიდია, რას იტყვის ხალხი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი